სერენდერი წხგრ.

სერენდერი წხგრ.
Insecticide
ტრანსლამინალური მოქმედების მქონე ბუნებრივი წარმოშობის ინსექტიციდი.
მოქმედი ნივთიერება: 5% ემამექტინ ბენზოატი
ფიზიკური ფორმა: წყალში ხსნადი გრანულები
სერენდერის გამოყენებიდან მავნებელი 1-4 საათში წყვეტს მოძრაობას, კვებას, 1-3 დღეში (ხნოვანებიდან გამომდინარე) იღუპება.
მოქმედებს როგორც კვერცხზე, ისე მატლზე და ზრდასრულ ფორმაზეც.
უპირატესობები:
- სერენდერი ტრანსლამინალური მოქმედების საშუალებით იჭრება მცენარის ქსოვილში და წარმოქმნის მარაგს ემამექტინ ბენზოატისა. ამის გამო პრეპარატის ეფექტურობა აღარ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე.
- ეფექტურად იცავს ღიად და ფარულად მცხოვრები მავნებლებისგან.
- მოქმედებას იწყებს კვერცხიდან - გააჩნია პირდაპირი ოვიციდური მოქმედება
- მცენარის ქსოვილში იჭრება გამოყენებიდან 2 საათში
- გააჩნია ლოდინის მოკლე პერიოდი.
- თავსებადია ბიოლოგიურ დაცვასთან
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა | გასანადგურებელი ობიექტი | გამოყენების პერიოდი | ხარჯვის ნორმა;ლ/ჰა | ჯერადობა, ლოდინის პერიოდი |
ვაზი | ყურძნის ჭია | ვეგეტაცია | 0,25 | 2/14 |
ვაშლი | ნაყოფიჭამია, ჩრჩილი | ვეგეტაცია | 0,4 | 2/14 |
ატამი | ფოთოლხვევიები, ნაყოფიჭამიები, ჩრჩილი | ვეგეტაცია | 0,4 | 2/14 |
პომიდორი (ღია გრუნტი) | ბამბის ხვატარი, თრიფსები, წურბელები | ვეგეტაცია | 0,3 | 2/5 |