მცენარეთა დაცვა მიწათმოქმედების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია, რომლის გარეშეც შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიღება. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით ყოველწლიური ზარალი გამოწვეული მავნებლებისა და დაავადებებისაგან შეადგენს სასურსათო კულტურების მსოფლიო მოსავლის 20-25%-ს. ამიტომ როლი მცენარეთა დაცვისა მოსავლიანობის გაზრდასა და მის შენახვაში არის უდიდესი.

კაცობრიობის ისტორიამ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეპოქაში სხვადასხვა ფორმით შემოინახა მასალები (დამწერლობით, ფრესკებით და სხვა). ამსახველი უდაბნოს კალიებით, ჟანგებით, გუდაფშუტით და სხვა მავნე ობიექტების მიერ მცენარეულობის მასიური განადგურების ფაქტე- ბი, რომელსაც მაშინ „ღვთის რისხვას” უწოდებდნენ.

მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად ჩატარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამედროვე პერიოდში, როდესაც კაცობრიობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მუდმივად მზარდი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით უზრუნველყოფა და საჭირო გახდა ამის, როგორც პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

მცენარეთა და სხვა მავნე ორგანიზმების - მწერების, ტკიპების, ლოფორთქინების, მღრღნე ლების, სოკოების, ბაქტერიების, ვირუსების, მიკოპლაზმების, სხვა ორგანიზმებისაგან დაცვა დღეს ერთ- ერთი პრიორიტეტული რგოლია სოფლის მეურნეობაში.

ქიმიური შენაერთები, რომლებიც გამოიყენებიან მცენარეების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავად იწოდებიან პესტიციდებად, ეს შენაერთები კლასი-ფიცირდებიან ქიმიური შემადგენლობის, გამოყენების ობიექტის, ორგანიზმში შეჭრისა და მოქ-მედების ხასიათის მიხედვით.



კომპანია „აგრობესთ ჯორჯია”, რომლის მთავარი მისია არის დაიცვას თქვენი ნათესები და ნარგავები მავნე ორგანიზმებისაგან, ხელი შეუწყოს მათ სწორად კვებას და საბოლოოდ უზრუნველყოს მაღალი და ხარისხიანი მოსავალი, შეიქმნა 2015 წელს. კომპანიის მთავარი ფასეულობაა ყურადღებით მოუსმინოს არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს, რათა მთლიანად გაამართლოს მათი მოლოდინი და არჩევანი. გუნდის მიზანია მივაღწიოთ ჩვენი მომხმარებლის განვითარებას, მათ კეთილდღეობას, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

ჩვენ გვესმის რა პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ ჩვენს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის მიმართ, ყოველთვის ვცდილობთ შევასრულოთ ის რასაც შევპირდებით, ვინაიდან პირდაპი- რობა და გულწრფელობა მთავარი მომენტია მომხმარებელთან ურთიერთობაში. „აგრობესთ ჯორჯია” – ეს არის გუნდი პროფესიონალებისა, რომლის მთავარი მიზანია მუდმივად დავხვეწოთ და ავამაღლოთ ურთიერთობა და მომსახურება ჩვენს პარტნიორებთან, დილერებთან და მომხმარებლებთან, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება, დავიცვათ ბიზნესწარმოების ეთიკის ნორმები. დეტალური და ინდივიდუალური მიდგომა თითიეული კლიენტისადმი, პარტნიორისადმი.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება მომხმარებელს აგროქიმიკატის და პესტიციდის შერჩევაში კულტურის განვითარების ფენოფაზის , კლიმატური პირობების და ფიზიოლოგი- ური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგია ზუსტად აღწერს იმ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ მომავალში რათა შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია პესტიციდების, აგროქიმიკატების და მათი გამოყენების ბიზნესში.
დღეს კომპანია „აგრობესთ ჯორჯია” წარმოგიდგენთ და გთავაზობთ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფართო ასორტიმენტს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით მათი გამოყენების პროგრამებს.

კეთილი სურვილებით, გურამ მინდიაშვილი