ალგამეკი

მაღალტექნოლოგიური ინსექტო-აკარიციდი, კონტაქტურ-ნაწლავური
მოქმედებით, მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დასაცავად.

მოქმედი ნივთიერება: აბამექტინი 18გრ/ლ.
ქიმიური კლასი: ავერმექტინები.

მრავალ ქვეყანაში ალგამეკი წარმატებით გამოიყენება ხეხილში, ციტრუსებში,
ვენახში, ბოსტნეულში ტკიპების წინააღმდეგ. იგი ასევე მაღალეფექტურია
მენაღმე მწერების, თრიფსების, ფოთლიხვევიების და სხვა პრობლემური
მავნებლების წინააღმდეგ.

ალგამეკი თავისი ქიმიური შემადგენლობით არ ენათესავება მსოფლიოში
დარეგისტრირებულ არც ერთ აკარიციდს და ინსექტიციდს. მისი მოქმედი
ნივთიერება- აბამექტინი- მიეკუთვნება ავერმექტინების ქიმიურ კლასს, რომელიც
იდენტიფიცირებულია ნიადაგური სოკო შტერეპტომყცეს ავერმიტილლისთან.
ალგამეკს გააჩნია ტრანსლამინალური აქტივობა, იგი რამოდენიმე საათში
აღწევს ქსოვილის შიგნით და წარმოქმნის ერთგვარ „რეზერვუარს”, სადაც
აკუმულირებულია მოქმედი ნივთიერება. ეს რეზერვუარები უზრუნველყოფენ
ხანგრძლივ აქტივობას მწერების და ტკიპების წინააღმდეგ. ალგამეკის შემცველი
სუბსტრატით კვების შემდეგ სწრაფად ხდება ტკიპებისა და სხვა მავნე მწერების
პარალიზება და თუკი ფოთოლზე დარჩება რომელიმე ტკიპა ან მწერი, ის უკვე
უმოძრაოა და ვეღარ იკვებება.
რაც არ უნდა მაღალი იყოს მავნებლის გამრავლების კოეფიციენტი
ალგამეკისადმი რეზისტენტობის (შეგუების) გამომუშავება გამორიცხულია.
მრავალგზის ჩატარებულმა ცდებმა და საწარმოო პრაქტიკამ აჩვენა, რომ
ალგამეკის წარმატებით გამოყენებისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა
თანაბრად გავანაწილოთ სამუშაო ნაზავი მცენარის ზედაპირზე, არ დავუშვათ
წვეთებად ჩამორეცხვა.
მაღალი ეფექტის მისაღწევად საჭიროა ჩავატაროთ 2-ჯერ წამლობა ერთმანეთის
5-7 დღიანი ინტერვალით, რაც საშუალებას მოგვცემს ხანგრძლივი პერიოდით
აღვკვეთოთ ტკიპების გამრავლება.

თავსებადობა: როგორც წესი ალგამეკი არ გამოიყენება სხვა პესტიციდებთან
კომბინაციაში.
დაცვითი ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.




გამოყენება და ხარჯვის ნორმები:

კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ლოდინის პერ. ჯერადობა
ვაზი აბლაბუდიანი და
გალებიანი ტკიპა
0.75-1 შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
28(2)
ვაშლი ტკიპები 0.75-1 შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში სამუშაო ხსნარი 1000-1500 ლ/ჰა
28(2)
ვაშლი მენაღმე მავნებლები 0.75 შესხურება ყვავილობამდე
სამუშაო ხსნარი 800-1200 ლ/ჰა
28(1)
კიტრი დახურული გრუნტი აბლაბუდიანი
ტკიპა, თრიფსები
0.8-1 შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში სამუშაო ხსნარი
1000ლ/ჰა
3(1)
პომიდორი დახურული გრუნტი ტკიპები 0.8-1.2 შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში სამუშაო ხსნარი
1000-3000 ლ/ჰა
3(2)
დეკორატიული ყვავილები
დახურული გრუნტი
აბლაბუდიანი ტკიპა 1-1.2 შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში 9 დღიანი
ინტერვალებით
3(3)
დეკორატიული ყვავილები
ღია გრუნტი
აბლაბუდიანი ტკიპა 0.5-1.5 შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში 0.05%-იანი
კონცენტრაციით
3(3)