ვაზის ჭრაქი და მასთან ბრძოლა

ვაზის ჭრაქი (Plasmopara viticola) არის სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს ვაზს და იწვევს ფოთლების, ყვავილედებისა და მტევნების დაზიანებას. ეს დაავადება განსაკუთრებით გავრცელებულია თბილ და ტენიან კლიმატში.
სიმპტომები:
1. ფოთლებზე: ჩნდება ღია მოყვითალო ან მოყავისფრო ლაქები, რომლებიც სიგანეში იზრდება. ფოთლის ქვედა მხარეს კი შეიძლება გამოჩნდეს თეთრი ბუსუსოვანი ნადები.
2. ყვავილედებსა და მტევნებზე: დაავადებული ყვავილედები ხმება და ცვივა, ხოლო მტევნებზე ჩნდება მუქი, დამპალი ლაქები.
3. ყლორტებზე: ინფიცირებული ყლორტები სუსტდებიან და ზრდას ანელებენ.
გავრცელების პირობები:
· მაღალი ტენიანობა და ხშირი წვიმები დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს.
· ოპტიმალური ტემპერატურა 18-25°C-ია.
· ინფიცირებული მცენარის ნარჩენები შეიძლება იყოს დაავადების განმეორებითი წყარო.
ვაზის ჭრაქი (Plasmopara viticola) საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით ტენიან და ზომიერად თბილ რეგიონებში. მისი გავრცელების არეალი მოიცავს:
1. კოლხეთის დაბლობი – განსაკუთრებით აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი, სადაც მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას.
2. კახეთი – მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი შედარებით მშრალია, ჭრაქი მაინც პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით სარწყავი ზონებში და წვიმიან წლებში.
3. ქართლი – ამ რეგიონშიც ვაზის ჭრაქი გვხვდება, განსაკუთრებით მდინარეთა ხეობებში, სადაც შედარებით მეტი ნესტია.
4. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – მთიან ზონებში, სადაც ხშირია ნალექები, ჭრაქი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ვაზის ჭრაქი ყველაზე მეტად ვრცელდება გაზაფხულისა და ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ნესტი და ზომიერი ტემპერატურა მისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის
პრევენციული ზომები:
1. ვენახის სწორი განაშენიანება – ვაზის სწორად განლაგება ჰაერის მოძრაობისა და მზის სინათლის მაქსიმალური მიღებისთვის.
2. ფოთლების ზედმეტი მასის შემცირება – ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესება.
3. სარწყავი სისტემის კონტროლი – ჭარბი ტენიანობის თავიდან ასაცილებლად.
4. ვეგეტაციის განმავლობაში სისტემატიური მონიტორინგი-ინფექციის გამოჩენისას დაუყოვნებლივი წამლობა, საჭიროების შემთხვევაში ინტერვალების შემცირება და გადაწამვლაც კი.
ქიმიური საშუალებები:
1. ფუნგიციდები – გამოიყენება პროფილაქტიკისთვის და ინფექციის გაჩენის შემდეგ:
· კონტაქტური ფუნგიციდები:
ფარავს ფოთლებს და აფერხებს სოკოს განვითარებას.
· სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდები:
ეგარი სფ + ბესტ კაპტანი სფ კომბინაცია
შეიწოვება მცენარეში და იცავს როგორც გარედან ისე ქსოვილის შიგნიდან.
მოწამვლის სიხშირე – დამოკიდებულია კლიმატურ-ამინდობრივ პირობებზე (წვიმიან ამინდში უფრო ხშირად).
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
· +995 599 550 497
· იუნკერთა ქუჩა #1
აგრობესთ ჯორჯია გისურვებთ წარმატებას!
ავტორი:ვალიკო მუსაშვილი მევენახეობა