კასერ პრო წხგრ

კასერ პრო წხგრ
ფუნგიციდი
სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი.
მოქმედი ნითიერება: ფამოქსადონი + ციმოქსანილი 22,5% + 30%
ქიმიური ჯგუფი: სტრობილურინები + ციანოაცეტამიდები.
კასერ პრო-მაღალეფექტური ორკომპონენტიანი ფუნგიციდი სამკურნალო და
პროფილაქტიკური მოქმედებით ვაზის, კარტოფილის, პომიდორის, კიტრის,
ხახვის დასაცავად.
ორიკომპონენტი-ფამოქსადონი და ციმოქსანილი, ავსებს და აძლიერებს
კასერპროს მოქმედებას. ფამოქსადონი უზრუნველყოფს პრეპარატის
მდგრადობას ნალექებისადმი. ციმოქსანილი, როგორც ლოკალურ-სისტემური
კომპონენტი, იჭრება ქსოვილში და უზრუნველყოფს მის მკურნალობას და
პროფილაქტიკურ დაცვას.
სტანდარტულ კლიმატურ-ამინდობრივ პირობებში საჭიროა კასერპრო
გამოვიყენოთ 10-12 დღიანი ინტერვალით, ხოლო ნალექიანი და მწვანემასის
სწრაფად ზრდის პერიოდში-7-8 დღიანი ინტერვალით.
შესხურებიდან 3 საათის გასვლის შემდეგ მოსული ნალექი არ აკარგვინებს
კასერპროს ეფექტს.

გამოყენება და ხარჯვის ნორმები:
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | ლოდინის პერიოდი |
ვაზი | ჭრაქი | 0,4 | 24 |
კარტოფილი | ფიტოფტორა | 0,4 | 14 |
პომიდორი | ფიტოფტორა | 0,4 | 3 |
კიტრი | ფსეუდოპერენოსპოროზი | 0,4 | 3 |
